|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საკრებულოს დროებითი ჯგუფი 200-მდე ობიექტის გასხვისების კანონიერებას შეისწავლის

ქუთაისის საკრებულოში შექმნილმა დროებითმა ჯგუფმა მუშაობა დაიწყო. თავდაპირველად ჯგუფის საქმიანობა გასხვისებული სკვერებისა და მიწის ნაკვეთების კანონიერებას შეისწავლის. ჯგუფის თავმჯდომარის გია ქობალიანის განცხადებით, პირველ ეტაპზე ჯგუფის წევრებმა 2013 წელს გასხვისებული ობიექტები მოინახულეს.

„ვინაიდან 2013 წელი გარდამავალი წელი იყო, ამიტომ შესწავლა ამ წლიდან დავიწყეთ. დაახლოებით 200-მდე ობიექტია შესასწავლი. ძალიან რთული სამუშაოა, მაგრამ ვცდილობთ, ყველა ობიექტი შევისწავლოთ წლების მიხედვით და რაიმე დარღვევის შემთხვევაში მასალები პროკურატურას გადავუგზავნოთ“,-განაცხადა ქობალიანმა.

2013 წლის შემდეგ ჯგუფი 2008-2012 წლებში გასხვისებული ქონების დოკუმენტაციას შეისწავლის. დროებითი ჯგუფი სამი თვის ვადით შეიქმნა, თუმცა ქობალიანის განცხადებით, სამი თვე სამუშაოებისთვის არ იქნება საკმარისი და მისი 6 თვემდე გახანგრძილივება მოხდება.

„ბევრი საქმეა, ახლაც ადგილზე ვიმყოფებით, სამი თვე არ იქნება საკმარისი, თან რთული პერიოდია, არჩევნები მოდის, ჯგუფის რამდენიმე წევრი საარჩევნო კამპანიაშია, ამიტომ დროის გაზრდას მოვითხოვთ“,-განაცხადა ქობალიანმა.

სამუშაო ჯგუფის შექმნას საკრებულოში დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოყვა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა