|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, რუსთაველის ხიდთან ტურისტული ატრაქცია მოეწყობა

ქუთაისში რუსთაველის ხიდთან, რიონის სანაპიროზე ტურისტული ატრაქციის მოეწყობა. აღნიშნულის შესახებ ქუთაისის მერიის  საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსმა დავით ნიშნიანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რიონის სანაპიროზე ნიკიტინის ქუჩის მიმართულებით ცალმხრივად გაკეთდება ჩასასვლელი, სადაც მოეწყობა კლდეზე ცოცვისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა, რაც ტურისტული თვალსაზრისით მიმზიდველი იქნება.  

"400 ათასი ლარი გვაქვს განსაზღვრული რიონის სანაპიროზე ტურისტული ატრაქციის მოსაწყობად. რუსთაველის ხიდის მიმდებარედ, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მოპირდაპირე მხარეს იგეგმება კლდეზე ცოცვისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ჩასასვლელი რუსთაველის ხიდის მიმდებარედ ნიკიტინის ქუჩაზე მოეწყობა"-განაცხადა ნიშნიანიძემ.

 აღსანიშნავია, რომ მოკლე ხანში რუსთაველის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება, ასევე 2019 წელს მოხდება რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია. რაც შეეხება ნიკიტინის ქუჩას, აღნიშნული ქუჩის კეთილმოწყობას ადგილობრივი მოსახლეობა მრავალი წლის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვს. აღნიშნული ქუჩა რუსთაველის ხიდისა და თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიებს აკავშირებს ერთმანეთთან. მიმდინარე წელს, როდესაც "თეთრი ხიდი" გადაკეთილი იყო, ნიკიტინის ქუჩა აქტიურად გამოიყენებოდა.  

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა