|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საქველმოქმედო კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ამ დრომდე გრძელდება"

ლექსო თორაძის, ნიკოლოზ რაჭველისა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით საქველმოქმედო საღამო ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში დღეს გაიმართება.

ამ დროისთვის სალაროში ბილეთების გარკვეული რაოდენობა კვლავ დარჩენილია.

„ბილეთის ფასები 5 ლარიდან იწყება და 25 ლარამდეა. დაინტერესება ნორმალურია, ძირითადად 10 და 15 ლარიანი ბილეთები იყიდება. თუმაც სალაროში თავისუფალი ბილეთები კვლავ დარჩენილია. განაცხადა თეატრის მოლარე  დარეჯან მიქაბერიძემ.

 საქველმოქმედო საღამოს ბილეთების შეძენა დაინტერესებულ პირებს ვებ გვერდის საშუალებითაც შეეძლოთ, სადაც ამჟამად ხელმისაწვდომი 63 ბილეთი რჩება. 

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიამ, საქველმოქმედო კონცერტის ჩასატარებლად 20 000 ლარი გადაიხადა 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა