|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შპს "პარკინგსერვისი" განცხადებას ავრცელებს

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის  ლიდერის გოგი წულაიას ბრალდებას შპს "პარკინგსერვისი"-ს ადმინისტრაცია ეხმიანება.   გავრცელებულ განცხადებას "ნიუპრესი" უცვლელად გთავაზობთ:

 "ბოლო დროს გავრცელდა ცალკეული პირების არაკომპეტენტური საჯარო განცხადებები, თითქოს შპს "პარკინგსერვისს" არ აქვს უფლება ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოახდინოს პარკირების ორგანიზება. ასეთ უპასუხისმგებლო და უსაფუძვლო განცხადებებს შეცდომაში შეყავს მოსახლეობა და უარყოფითად განაწყობს მას, ქალაქში თანამედროვე მართვის სისტემების დანერგვისადმი.


შპს "პარკინგსერვისს" შექმნილია საკრებულოს შესაბამისი დადგენილებებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 23 სექტემბრის N1317 ბრძანებითა და 2015 წლის 6 ოქტომბრის N28 საიჯარო ხელშეკრულებით, მინიჭებული აქვს უფლება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განახორციელოს ავტომანქანების პარკირების საერთო და სპეციალური ადგილების (სასყიდლით) ორგანიზების უფლება.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 3 სექტემბრის N1113 ბრძანებით დაფუძნდა შპს "პარკინგსერვისი". დამტკიცდა მისი წესდება, რომლის მე-4 მუხლით განსაზღვრულია შპს "პარკინგსერვისის" უფლება-მოვალეობანი. კერძოდ, შპს "პარკინგსერვისი", ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ავტომანქანების პარკირების საერთო და სპეციალური ადგილების (სასყიდლით) ორგანიზების უფლებას.
"ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების საერთო და სპეციალური ადგილების განსაზღვრის შესახებ" ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის N80 დადგენილებით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განისაზღვრა პარკირების საერთო და სპეციალური ადგილები.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის N79 დადგენილებით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დადგინდა პარკირების საერთო და სპეციალური ადგილებით სარგებლობისათვის საფასურის ზედა ზღვარი.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 23 სექტემბრის N1317 ბრძანებითა და 2015 წლის 6 ოქტომბრის N28 საიჯარო ხელშეკრულებით პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობაში გადაეცა შპს "პარკინგსერვისს"- კერძოდ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული პარკირების საერთო და სპეციალური ადგილები", - ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა