|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

1-ელი ივლისიდან ნატოსა და ევროკავშირის ცენტრი იხურება

1-ელი ივლისიდან საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ • NATO & EU Info Center ფუნქციონირებას შეწყვეტს! სულ რამდენიმე კვირა გახდა საჭირო "შერწყმიდან" "ლიკვიდაციამდე" და ამას აკეთებს ის ხელისუფლება, რომელსაც 8 თვის წინ "ღირსებით" მივყავდით ევროპისკენ, - ამის შესახებ ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის იმერეთის წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე სოციალურ ქსელში წერს.  
 
1-ელი ივლისიდან საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ • NATO & EU Info Center ფუნქციონირებას შეწყვეტს! სულ რამდენიმე კვირა გახდა საჭირო "შერწყმიდან" "ლიკვიდაციამდე" და ამას აკეთებს ის ხელისუფლება, რომელსაც 8 თვის წინ "ღირსებით" მივყავდით ევროპისკენპარადოქსია არა? მეტიც, და ეს ხდება, მაშინ, როცა კონსტიტუციის 78-ე მუხლი ხელისუფლებას ავალებს "კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსოლებუს ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა, ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციუს უზრუნველსაყოფად!" ალბათ, საკონსტიტუციო უმრავლესობა რომ ქონდეთ პარლამენტში ამ მუხლსაც ამოიღებდნენ...
28 ნოემბერს რა თქმა უნდა შევუერთდი და ხელი მოვაწერე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia თანამშრომელთა ნაწილის განცხადებას!
პ.ს. ვაპირებ სამართლებრივ ბრძოლას! მადლობა ყველას ვინც იდეურად ჩემს გვერდით იდექით და მომავალშიც ჩემთან ერთად იბრძოლებთ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის!", - წერსა მარიკა ვაჭარაძე სოციალურ ქსელში.  

ავტორი: ნიუპრესი

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 62.5%
არა - 37.5%
არ ვიცი - 0%
სულ - 24 ხმა