|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

10 წლის ქუთაისელი ლიზა მეგრელიშვილი პარიზის საშობაო გალა კონცერტის ყველაზე პატარა მონაწილეა

 საერთაშორისო ფონდ “SOS Talents”-ის  საშობაო გალა კონცერტი  2019 წლის 5 დეკემბერს ექსკლუზიუად მარსელ დასოს სასახლეში პარიზში, შანზელიზეზე გაიმართება და  მონაწილოებას მიიღებს სხვადასხვა ქვეყნიდან ფონდის რვა სტიპენდიანტი. მათ შორის  10 წლის ქუთაისელი ლიზა მეგრელიშვილია, რომელიც პარიზის საშობაო გალა კონცერტის  ყველაზე პატარა მონაწილეა.

საზეიმო საღამო ტრადიცულად  მარსელ დასოს ოჯახის და დასოს საავიაციო ინდუსტრიული კომპანიის  მხარდაჭერით იმართება. წელს კი კონცერტი მიეძღვნება ქალბატონი Nicole Dassault- ხსოვნას. მოწვეული საზოგადოების წინაშე წარსდგებიან სხვადასხვა ეროვნების ნორჩი და უკვე სახელგანთქმული ვირტუოზი პიანსიტები, რომლებიც ფონდ “SOS Talents” -ის ლაურეტები არიან.

გალა კონცერტში ცნობილი ქართველი პიანისტის - ელისო ბოლქვაძის ინიციატივით და ხელშეწყობით, 4 ახალგაზრდა ქართველი ნიჭიერი მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას: ილია ლომთათიძე, ბარბარე თათარაძე, ბარბარე ჩხაიძე და 10 წლის ლიზა მეგრელიშვილი ქუთაისიდან, რომელიც  კონცერტის ყველაზე ახალგაზრდ ტალანტია.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა