17 მაისი ბაგრატის ტაძარში აღინიშნა
რამდენიმე წელია, საქართველოში 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით საზეიმო წირვა ბაგრატის ტაძარში გაიმართა. წირვა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ ჩაატარა. მან შეკრებილი მრევლი დალოცა და ოჯახების განმტკიცებისაკენ მოუწოდა.
ტრანსფობიასა და ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით კი, ქუთაისში ონლაინკამპანია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე დღის წინ სხვადასხვა ადგილას გადაღებული ფოტოები, ლგბტქ დროშითა და წარწერებით ინტერნეტ სივრცეში განათავსეს, მათ შორის მოხვდა ბაგრატის ტაძართან გადაღებული ფოტო წარწერით - "ჩვენ თქვენს შორის ვართ!", ამ ფოტომ განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. კამპანიის ორგანიზატორების განცხადებით, მათ შემთხვევით არ შეურჩევიათ ლოკაცია და ელოდნენ საზოგადოების აგრესიას.
აღსანიშნავია, ბაგრატის ტაძარი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოა.
შეგახსენებთ, საქართველოში 17 მაისი 2014 წლიდან აღინიშნება, ეკლესიამ ეს დღე სწორედ ჰომოფობიის დღის აღნიშვნას დაუპირისპირა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















