|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

18 ივნისს ბრიტანეთის მიმართულებით ქუთაისიდან პირველი ავიარეისი შესრულდება

ქუთაისსა და ლონდონს შორის პირდაპირი ავია მიმოსვლის დაწყების ფაქტთან დაკავშირებით  დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები ქუთაისში იმყოფებიან.  ქუთაისში დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილე ტიფან სალდერი და საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ჩამოვიდნენ.

18 ივნისს, დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Wizz Air“ რეგულარულ ფრენებს იწყებს.

საელჩოს თანამშრომელთა განცხადებით, ბრიტანეთი დაინტერესებულია ტურისტები ქუთაისში დიდხანს გაჩერდნენ, ასევე გარანტირებული იყოს მათი მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხები.

სტუმრები ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ და ვიცე გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა მიიღეს. შეხვედრას ქუთაისის ჯანდაცვის ობიექტების, საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების და ტურიზმის სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა