2 მაისს ქუთაისში ცენტრალური მოედანი და ქუჩები გადაიკეტება
ქუთაისში 2 მაისობის დღესასწაულზე ქალაქის ცენტრალური მოედანი და რამდენიმე ქუჩა დაიკეტება.
მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსის ირაკლი ცხვედიანის განცხადებით, წელს მერიის მიმდებარედ რუსთაველის ქუჩა არ გადაიკეტება.
"წელს მერიის წინ, რუსთაველის ქუჩა არ გადაიკეტება და წერეთლის ქუჩის მიმართულებით ავტომანქანების მოძრაობა ჩვეულებრივ იქნება შესაძლებელი, დაიკეტება მხოლოდ პუშკინის, ცისფერყანწელების და წმინდა ნინოს ქუჩები. დილითვე გადაიკეტება ცენტრალური მოედანი და ნაწილობრივ დაიკეტება წითელი ხიდი"- განაცხადა ცხვედიანმა.
მისი თქმით, დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების გამო ავტომანქანების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, თუმცა არა ისე, რომ მნიშვნელოვანი შეფერხება მოხდეს. ავტომანქანების გადადგილება შესაძლებელი იქნება მიმდებარე ქუჩებით.
შეგახსენებთ, ორ მაისს ქუთაისში ტრადიციულად ქალაქის დღესასწაული აღინიშნება, რის გამოც ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და მუხნარის ტყეში მრავალი ღონისძიება იგეგმება.
"ორმაისობას" დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















