|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი ზვიად პატარიძე 2015 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენია

2015 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი  ზვიად პატარიძე გახდა. ქუთაისელი ზვიად პატარიძე ბერძნულ-რომაული სახეობის მოჭიდავეა.

გასული წლის შედეგები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ  შეაჯამა.  2015 წლის საუკეთესო სპორტსმენები, მწვრთნელები და ორგანიზაციები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდნენ.
გამარჯვებულთა  დაჯილდოების ცერემონიალი თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა. ღონისძიებას  საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცეპრემიერი კახი კალაძე და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. 

 ზვიად პატარიძე, რომელიც ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში საქართველოს, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონია   წლის საუკეთესო  სპორტსმენად უფრო ადრე  ქუთაისმა დაასახელა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა