ქუთაისელი ზვიად პატარიძე წლის სპორტსმენად დასახელდა
ქუთაისის მერიის სპორტის განყოფილებამ და სპორტულმა ააიპმა წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოავლინეს. გამარჯვებულები ჟიურის მიერ შეირჩნენ. წლის სპორტსმენად საქართველოს, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი, ასევე საქართველოს თასის მფლობელი ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში ზვიად პატარიძე დასახელდა.
წარმატებული სპორტსმენების ათეულში მოხვდნენ:
ბექა ლომთაძე–თავისუფალი ჭიდაობა.
ლაშა ფხაკაძე–მშვილდოსნობა.
მერი არაბიძე–ჭადრაკი.
ნანა ძაგნიძე–ჭადრაკი.
ვახტანგ ახობაძე და ზურაბ ბუცხრიკიძე, პარაოლიმპიელები, მკლავჭიდი.
ონისე სოსელია–კონგბოქსინგი.
გიორგი ლომთაძე–ძალოსნობა.
ლევან გუგავა–ძიუდო.
ჯამბულ ქურდიანი–სამბო.
საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა ამირან წიქორიძე–სუმო.
ასევე გამარჯვებული ვეტერან სპორტსმენებში გამოვლინდა და ჯილდო ბერძნულ–რომაული ჭიდაობის წარმომადგენელს ენდი გოგლიჩიძეს გადასცეს.
დასაჩუქრდნენ საუკეთესო კლუბები: სარაგბო კლუბი –"აია", ჰოკეის ქალთა გუნდი, ხელბურთელ ვაჟთა გუნდი, ფრენბურთელ ქალთა და ვაჟთა გუნდები.
გამარჯვებულებს სიგელები და საჩუქრები ქუთაისის მერმა და იმერეთის ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა გადასცეს. მერის გადაწყვეტილებით, მათ ფულადი პრემიაც ჩაერიცხებათ.
ქალაქის მერმა სპორტსმენებს წარმატება მიულოცა ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების თანამშრომლებს კი შესრულებული სამუშოებისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, სპორტის ხელშეწყობა ქალაქის ერთ–ერთი პრიორიტეტი და აუცილებლობაა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















