"2016 წლის განათლების ბიუჯეტი 2012 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 55%-ით გაიზრდება“
"2016 წლის განათლების ბიუჯეტი 2012 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 55%-ით გაიზრდება“,- ამის შესახებ განაცხადა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ პარიზში UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 38–ე სესიაზე გამოსვლისას.
განათლების მინისტრმა საქართველოში სწავლის ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ინკლუზიური განათლების მიმართულებით განხორციელებულ ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.
კონფერენციაზე თამარ სანიკიძემ აღნიშნა, რომ განათლების სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებისთვის, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდება სახელმწიფო დაფინანსება. მისივე თქმით, შრომის ბაზრის უახლეს კვლევებზე და მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, მიღებულია გადაწყვეტილება სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრულად დაფინანსდეს პრიორიტეტული საბაკალავრო პროგრამები.
კონფერენციის მიზანი განათლების მსოფლიო ფორუმის მიერ „განათლება 2030 წლისთვის“ სამოქმედო გეგმისა და დღის წესრიგის დამტკიცება იყო. მასშიც ჩართული იქნება ყველა წევრი ქვეყანა და რა თქმა უნდა საქართველოც.
აღნიშნულ შეხვედრას სხვადასხვა ქვეყნის განათლების მინისტრები და მაღალი რანგის თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.
ავტორი: მარუსა ხურციძე





16:29
18:25
15:07
12:11
















