"2019 განსაკუთრებით მძიმე წელი იყო როგორც ქვეყნისათვის, ასევე ქუთაისისთვის" - გიგა შუშანია
2019 განსაკუთრებით მძიმე წელი იყო როგორც ქვეყნისათვის, ასევე ქუთისისათვის, - აცხადებს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია.
"2019 განსაკუთრებით მძიმე წელი იყო როგორც ქვეყნისათვის, ასევე ქუთაისისათვის, ამ წელს ქალაქმა იგრძნო, თუ რას ნიშნავს სტატუსისა და ფუნქცის გარეშე დარჩენა. რეალურად შემცირდა სამუშაო ადგილები, უამრავმა ადამიანმა დატოვა ქალაქი. ჩვენ მივიღეთ დაუსრულებელი და უხარისხოდ შესრულებული პროექტები. მოსული უხვი ნალექის დროს ნათლად გამოჩნდა რეაბილიტირებული ქუჩების ხარვეზები. სამწუხაროდ, ქუთაისი კვლავ იყო გადათხრილი ქუჩების ქალაქი, ერთადერთი, რაც მოხდა, გამდიდრდნენ ისევ ქართული ოცნების ჩინოვნიკები. ვისურვებ, რომ 2020 წელი იყოს ცვლილებების წელი "-აცხადებს გიგა შუშანია.
მისი თქმით, გასული წელი განსაკურებით მძიმე აღმოჩნდა ქუთაისის მთავარი საფეხბურთო კლუბისთვის.
"გასული წელი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა "ტორპედოსათვის". წინა მერის პირობებში ინვესტორს გუნდი მოყიდეს ისე, რომ არცერთი სანქცია არ იყო გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში. მივიღეთ ის, რომ ინვესტორმა მილიონ შვიდასი ათასი ევრო, რომელიც "ტორპედომ" თვითონ გამოიმუშავა, გაურკვეველია, სად წაიღო. ფეხბურთის ფედერაციამ და ქალაქის მერიამ არაფერი გააკეთა ტორპედოს ინტერესების დასაცავად"- აცხადებს გიგა შუშანია.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















