|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"2019 წელს ქვეყანაში მოხდა პოლიტიკური ძალების ლუსტრაცია"-ოთარ ლორთქიფანიძე

"ქართული ოცნების" საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლორთქიფანიძე "ნიუპრესთან" საუბარში გასულ წელს აფასებს. მისი თქმით, გასული წელი პოლიტიკური ლუსტრაციის წელი იყო, რაც შეეხება ქუთაისს, მისი თქმით, 2019 ქალაქისათვის ერთ-ერთი წარმატებული წელია.

"პირველ რიგში, მინდა სრულიად საქართველოს მოვულოცო დამდეგი წელი, რაც შეეხება 2019 წელს, ქვეყანაში მოხდა პოლიტიკური ძალების ლუსტრაცია.  პოლიტიკურად ცხელი წელი გვქონდა, თუმცა უკვე ყველამ გარგად იცის, რომელი ძალები არიან ორიენტირებული ქვეყნის კეთილდღეობას, წინსლასა და ევროპულ ინტეგრაციაზე და რომელი პოლიტიკური ძალები კრიტიკული სიტუაციების დროს გარბიან რუსეთში. ვფიქრობ, საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი უკვე მიხვდა, რაში არის საქმე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მომდევნო წელი არის უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნების წელი. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, გვეჩვენებინა კრიზისულ სიტუაციაში როგორ იქცევა ხელისუფლება. ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ ქვეყანა აარიდა უმწვავეს კრიზისს. ეს არის ჩემი სუბიექტური შეფასებაც, ობიექტური შეფასებაც და ასეთია ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეფასება.

რაც შეეხება ქუთაისს, ქალაქის ისტორიაში მსგავსი კოლოსალური თანხები - 40 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში აქამდე არ დახარჯულა, გარდა ამისა, მნიშვნელოვანი თანხები ჩაიდო სოციალურ პროექტებზე - 22 პროექტი განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელმა წელმა მოგვცა ის, რომ მომავალ წლიდან ქალაქს მუნიციპალური ტრანსპორტი მოემსახურება. ჩვენ გვინდა, რომ ქუთაისი იქცეს საგანმანათლებლო სივრცედ რეგიონში და ასევე ქუთაისს აქვს ძალიან დიდი ტურისტული პოლტენციალი და ამ ყველაფერსს სჭირდება ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა, რასაც ქალაქის თვითმმართველობა ახორციელებს", -განაცხადა ოთარ ლორთიფანიძემ.

მისი თქმით, განვლილი წელი წარმატებული წელი იყო ახალგაზდული ინიციატივების მიმართულებით, 115 ათასი ლარი 35 პროექტზე მეტი დაფინანსდა, ასევე სპორტის მიმართულებით.  

 რაც შეეხება ქალაქის საფერხბურთო კლუბის "ტორპედოს" დაშლას და კლუბის ირგვლივ არსებულ ფინანსურ პრობლემებს, ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ქალაქის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რომ ყველაფერი მოეწესრიგებინა, თუმცა მოვლენათა განვითარება და შედეგი არ აღმოჩნდა სასურველი, თუმცა პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, "ტორპედოსათვის" ძველი დიდების დასაბრუნებლად.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა