"2019 წელს სკოლების ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე 150 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება"
2019 წელს სკოლების ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე, ჯამში, 150 მლნ ლარზე მეტი მიემართება - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, უშუალოდ სამინისტროს სისტემის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებულია 135.5 მლნ ლარი.
„ამასთან, სკოლების რეაბილიტაციის კომპონენტი ნაწილობრივ გადავიდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში, წინა წარდგენასთან შედარებით, გაიზარდა თითქმის 30 მლნ ლარით და სკოლების ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე, ჯამში, მიიმართება 150 მლნ ლარზე მეტი, რაც 2.5-ჯერ აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ, მზადდება განათლების რეფორმა, რომლის განხორციელების შემდეგ, მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს ქვეყანაში განათლების ხარისხი, რაც საბოლოოდ, ადამიანური რესურსების განვითარებას უზრუნველყოფს.
"მინდა დაგარწმუნოთ, რომ განათლების სექტორში ძალიან საინტერესო და მრავალმხრივი რეფორმა იგეგმება. პირადად, ჩართული ვარ რეფორმის მომზადების პროცესში, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
პარლამენტში დღეს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილება.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















