|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"2020 წელს იმერეთი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გახდება"

2020 წელი იმერეთის რეგიონი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გახდება -ამის შესახებ ქუთაისის  ტურიზმის ცენტრში განაცხადეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, DMO იმერეთის ხელმძღვანელ ტატო ლილუაშვილთან ერთად მუნიციპალიტეტის მერებს შეხვდნენ და 2019 წელს განხორციელებული პროექტები განიხილეს.

შეხვედრაზე ასევე 2020 წლის გეგმებზე ისაუბრეს, რომლის მიხედვით იმერეთის რეგიონი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გახდება. როგორც შეხვედრაზე აღნიშნა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 2020 წლიდან ემატება ახალი ტერმინალი, იგეგმება ფრენების რაოდენობის გაზრდა, რაც რეგიონში ტურისტების ნაკადის ზრდას შეუწყობს ხელს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა