2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ტარიფი გადაიხედოს
2027 წლიდან, შესაძლოა, რეგიონებში წყლის ტარიფი გადაიხედოს. შესაბამისი განცხადება პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ გააკეთა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, სახელმწიფო ბიუჯეტისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით, ქვეყნის 110-ზე მეტ ლოკაციაზე 2,5 მილიარდი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს, რომელთა დასრულება 2029 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.
როგორც მან აღნიშნა, პროექტების დასრულების შემდეგ, 300 ათასზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს გაუმჯობესებული წყალმომარაგების სერვისით.
მინისტრისე თქმით, სერიოზულ გამოწვევად რჩება სისტემაში არსებული დანაკარგები და გადასახადების ამოღების დაბალი მაჩვენებელი.
ავტორი: ნიუპრესი





12:45
17:29
10:32
19:59
















