21 მილიონ 712 800 ლარი ა(ა)იპების შესანახად
ქუთაისის მერიის ბალანსზე 16 ა(ა)იპია, რომლებიც დაფინასებას მერიისგან იღებენ. ქუთაისის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ა(ა)იპების ნაწილმა 2016 წლის ბიუჯეტიდან გაზრდილი თანხა მიიღებენ, ნაწილის ბიუჯეტი კი მიმდინარე წლის ანალოგიური დარჩა.
ააიპ ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ბიუჯეტი 2016 წელსაც 8 200 000 ლარით განისაზღვრა.
სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ბიუჯეტი 12 300 ლარით შემცირდა და 3 400 000 ლარს შეადგენს.
ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკას კვლავ 660 000 ლარი ერგო.
ააიპ კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება 2 800 000 ლარით განისაზღვრა, 2015 წელს 2 611 000 ლარი იყო.
დაფინასებით მეორე ადგილზეა და 4 000 000 მიიღო ააიპ "სპეციალურმა სერვისებმა" .
ააიპ მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი 200 000, 2015 წელს – 195 000 ლარი იყო.
ააიპ ბოტანიკური ბაღის ბიუჯეტი 5 000 –ით შემცირდა და 315 000 ლარია.
50 000 ლარით შემცირდა ააიპ ,,ყინულის მოედანის" ბიუჯეტი და 330 000–ია.
ააიპ ,,ქუთაისის ტაეკვონდოს სპორტული კლუბი" –30 000
ააიპ ქალაქ ქუთაისის ხელბურთის კლუბი "ქუთაისი 2015" –65 000
ააიპ სამეფო კომპლექსი ,,ოქროს ჩარდახი"–30 000.
ააიპ ქუთაისის ფოლკლორის ცენტრი - სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი– 750 000.
ააიპ ქუთათელ გაენათელის ეპარქია–50 000.
ააიპ ქალაქ ქუთაისში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი–150 000.
ააიპ ქალაქ ქუთაისის მადლიერების სახლი–600 000.
ჯამში ააიპებისათვის 21712 800 ლარი გამოიყოფა.
2016 წლის ბიუჯეტს, რომელიც 48 მლიონი ლარის ფარგლებშია, ქუთაისის საკრებულო მიმდინარე წლის დეკემბერში დაამტკიცებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















