|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათი ოლიმპიზმის საერთაშორისო დღეს მასპინძლობს

 ბაღდათი ოლიმპიზმის საერთაშორისო დღეს მასპინძლობს. აქტივობები ბაღდათის ახალგაზრდულ სკვერში დილიდან იწყება.   დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემეცნებითი, გასართობი და სპორტული ღონისძიებები.

წარმოდგენილი იქნება პერფორმანსი ოლიმპიზმის თემატიკაზე. სომბოლურად დაინთება ოლიმპიური ცეცხლი. მოეწყობა ბავშვთა ოლიმპიური სოფელი. ღონისძიებას დაესწრება სტუმრები, როგორც ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, წარმატებული სპორტსმენები. ორგანიზატორი ბაღდათის მერია და იმერეთის ოლიმპიური კომიტეტი.

ავტორი: ნიუპრესი