|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

25 აპრილს - 1 მაისს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,   25 აპრილს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში - უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 25 და 26 აპრილს +24, +29° იქნება.

26-29 აპრილს საქართველოში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი იქნება.

27 და 28 აპრილს ზოგან იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დაიკლებს +14, +19 -მდე

28 აპრილიდან აგრილდება აღმოსავლეთ საქართველოშიც.

1 მაისს გამოიდარებს, მცირე წვიმა შენარჩუნდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი