|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

26-28 დეკემბრის პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომები გაიმართება

26-28 დეკემბრის პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომები გაიმართება. მიმდინარე სასესიო კვირის მანძილზე კანონმდებლები 60-მდე კანონპროექტს სხვადასხვა მოსმენით განიხილავენ.

განსახილველ საკითხთა შორისაა საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელსა პირველი მოსმენით განიხილავენ. კანონის პროექტის თანახმად, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამა, გარდა სპორტული პროგრამის/რეპორტაჟის სპონსორობისა. სპონსორობის შემთხვევაში, დასაშვებია მხოლოდ აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი მეწარმე სუბიექტის დასახელების ან/და სასაქონლო ნიშნის/ლოგოტიპის გავრცელება. 

მესამე მოსმენით განიხილება საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

ასევე განიხილება  „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილება. 

       

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა