„26 მაისს რატომ არ გააკეთეთ მოწამლვის იმიტაცია-პერფორმანსი?!"
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდასაჭერად ჟურნალისების პროტესტს საქართველოს პარლამენტის წევრი ყოფილი ჟურნალისტი ოთარ ჩრდილელი გამოეხმაურა. მან ყოფილ კოლეგებს გასულ წლებში მომხდარი ძალადობის ფაქტები შეახსენა.
„26 მაისს რატომ არ გააკეთეთ მოწამლვის იმიტაცია-პერფორმანსი?! 7 ნოემბერს - ხელკეტი, რატომ არ გადაიმტვრიეთ თავზე პერფორმანსის სახით მაინც?! სულიკო ასათიანი და ნიკა კვინტრაძესავით, რატომ არ დაირტყით სტუდიაში დაბალი ძაბვა მაინც - პერფორმანსის სახით?! შერჩევითი ,,ჭურნალისტიკა,, არ გაიშვა, ხელისუფლებას უნდა ჯანსაღი კრიტიკა და არა ყალბი პათოსით გაჟღერებული, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ნაცურ-მომაბეზრებელი, იაფფასიანი ტაკიმასხარაობა... გულდასაწყვეტია, თუ ვინმე თქვენზე სწორებას აკეთებს, როგორც ჟურნალისტებზე. თქვენნაირებზე, მაო ამბობდა: ,,როცა მთებში ვეფხვი არ არის, მეფე-მაიმუნი ხდება“, - წერს ჩრდილელი.
ოთარ ჩრდილელი წარმოშობით სამტრედიელია, ის მეორედ გახდა საქართევლოს პარლამენტის წევრი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გადაცემა "არჩევანში" ჟურნალისტებმა და წამყვანმა თავზე ტომრები ჩამოიცვეს, ამათ სოლიდარობა საქართველოდან გატაცებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს გამოუცხადეს.
ამ თემაზე: "თავზე ტომარა ჩამოაცვეს არა ერთ ჟურნალისტს, არამედ ქვეყანას"
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















