|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"30 საათიანი არაადამიანური პირობების შემდეგ გაგვათავისუფლეს "

18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი  პირები თბილისის საქალაქო სასამართლომ, რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლა. პატიმრობაში სულ 36 პირი იყო, მათი სასამართლო პროცესი 20 ნოემბერს, სხვადასხვა, დროს გაიმართება. აქციის დროს დაკავებული ერთ-ერთი ახალგაზრდა ლუკა ჭიჭინაძე "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს, რომ  მათ  14 საათის განმავლობაში არაადამიანურ გარემოში უწევდათ ყოფნა. 

"30 საათიანი არაადამიანური პირობების შემდეგ, ახლა გაგვათავისუფლეს. დამაკავეს პარლამენტის წინ, მომაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. გადამიყვანეს ისნის მთავარ სამმართველოში, სადაც 5 საათი ვყავდით მანქანებში. ისეთი დაბნეულები იყვნენ, დაავიწყდათ ტელეფონის ჩამორთმევა და ჩუმად ვახერხებდი კომუნიკაციას. შემდეგ გადამიყვანეს მცხეთის იზოლატორში. დილით 10 საათზე წაგვიყვანეს საქალაქო სასამართლოში და სარდაფში, არაადამიანურ პირობებში გვამყოფეს 14 საათი. 20 კაცი ვიყავით ქვის ოთახში, დასაჯდომი ადგილიც კი არ იყო, სიბინძურე, უჰაერობა, ტუალეტში ავსებულ წყალს ვსვამდით. ნათელი იყო, რომ მოსამართლე ვერ მოასწრებდა 36 ადამიანის საქმის განხილვას, თუმცა უარს აცხადებდა ჩვენს შუამდგომლობაზე, რომ გადაედო სასამართლო პროცესი. საბოლოოდ ღამის პირველ საათზე მოსამართლემ გამოაცხადა, რომ ვერ მოესწრებოდა საქმის განხილვა და პროცესი ხვალისთვის გადადო",- აცხადებს ჭიჭინაძე.

ამ დროისთვის, ყველა აქტივისტი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდა.

 შეგახსენებთ, რომ დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირი იყო დაკავებული, აქედან ერთი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ხელწერილის საფუძველზე გუშინვე გაათავისუფლდა.

ავტორი: ანუკა ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა