ბაღდათის სოფელი წყალთაშუა ახალ წელს ბუნებრივი აირით შეხვდება
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელი წყალთაშუა, სადაც სულ 45 ოჯახი ცხოვრობს ახალ წელს ბუნებრივი აირით შეხვდება.
იმერეთში სახელმწიფო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბუნებრივი აირით სოფელში უკვე 5 ოჯახი სარგებლობს, უახლოეს დღეებში კი გაზიფიცირება სრულად დასრულდება.
მიმდინარე სამუშაოებს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე გაეცნენ. მათ გიორგი მსხვილიძის ოჯახში ბუნებრივი აირი პირველად აანთეს.
ეტაპობრივად მიმდინარეობს გამრიცხველიანების სამუშაოები, რომლის დასრულებისთანავე სოფელი ბუნებრივ აირს შეუფერხებლად მიიღებს.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















