სოციალურად დაუცველი და მარტოხელა პენსიონერები მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ
საქართველოში მცხოვრები 600 000-მდე ადამიანი, ძირითადად, სოციალურად დაუცველები და მარტოხელა პენსიონერები, რომლებსაც გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები, ენდოკრინოლოგიური დაავადებები და ბრონქეალური ასთმა აწუხებთ, 30-მდე დასახელების მედიკამენტს უფასოდ მიიღებენ, - ამის შესახებ შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის ახალი პროგრამის დანერგვასთან დაკავშირებით ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც დავით სერგეენკომ განმარტა, საუბარია იმ მედიკამენტებზე, რომელიც ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს ხანგრძლივად, ან ცხოვრების ბოლომდე ესაჭიროებათ.
„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის არის ამბულატორულ მედიკამენტებზე წვდომა. საუბარია მედიკამენტებზე, რომლებიც ადამიანებმა ხანგრძლივად ან მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მიიღონ სამედიცინო დაწესებულების გარეთ.
რაც შეეხება ბიუჯეტს, პირველ ეტაპზე იქნება 5 მილიონი ლარის ფარგლებში.
„გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი და პირობები იქნება თანაბარი, როგორც საქართველოს ფარმაცევტული კომპანიებისთვის, ასევე საერთაშორისო კომპანიებისთვის“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისივე თქმით, აქამდე თუ პენსიონერი თვეში 20-30 ლარის მედიკამენტების შესყიდვას საჭიროებდა, ახალი პროგრამის დანერგვის შემდეგ, მათ ეს სიმბოლური თანაგადახდით მაქსიმუმ, თვეში 1 ლარი დაუჯდებათ.
დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტის კომპონენტის დამატებასთან დაკავშირებით ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციებისა და წამყვანი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გამართა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















