8 თებერვლიდან ტრანსპორტის მუშაობა, 15 თებერვლიდან კი საკლასო ოთახებში სწავლა განახლდება
თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ტრანსპორტი 8 თებერვლიდან გაიხსნება. 15 თებერვლიდან კი სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდება. გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ნიშნავს, რომ მუნიციპალური ამოქმედდება თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც. საუბარია მეტროზე, ავტობუსსა და სამარშტურო ტაქსზე“, - განაცხადა გახარიამ.
8 თებერვლიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ბაზრობებიც.
შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





12:44
13:23
13:14
12:10
16:38
















