9 წლის ლიზი მეგრელიშვილი პარიზში, მიშელ სონის კონცერტზე დაუკრავს
ქუთაისელი მუსიკოსი ლიზი მეგრელიშვილი პარიზში, მიშელ სონის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონცერტზე დაუკრავს.
ქუთაისის მერიის ააიპი კულტურულ დაწესებულებათ გაერთიანების ინფორმაციით, პარიზში მარსელ დასოს სასახლეში, ცნობილი ფრანგი მუსიკოსის და პროფესორის, მიშელ სონის ფონდის „ სოს ტალანტის “ ორგანიზებით, ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსების კონცერტი დღეს გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახ. № 1 სამუსიკო სკოლის საფორტეპიანო განყოფილების მე-4 კლასის მოსწავლე ლიზი მეგრელიშვილი. გოგონას პედაგოგი ხათუნა ჭოხონელიძეა.
ლიზი მეგრელიშვილმა ზაფხულზე, ბათუმის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო მიშელ სონის ინოვაციური საფორტეპიანო მეთოდოლოგიის მასტერკლასში, სადაც ფრანგი კომპოზიტორისა და ელისო ბოლქვაძის ფავორიტი გახდა. ამ გამარჯვებით პატარა ქუთაისელი მუსიკოსი დღევანდელი პარიზის კონცერტის მონაწილეა.
მიშელ სონი ელისო ბოლქვაძესთან ერთად უკვე 20 წელია ახორციელებს ქართველი პიანისტების ხელშეწყობას მისივე დაარსებული საერთაშორისო ფონდის - SOS Talent Foundation მეშვეობით.
ფონდის ლაურეატები სხვადასხვა დროს იყვნენ ხატია და გვანცა ბუნიათიშვილები, თამარ ბერაია, თედო დიაკონიძე, ანა გოგავა, გვანცა ქობალია, ბარბარე ჩხაიძე და სხვა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















