"90 პროცენტით შეიძლება ითქვას, რომ ბავშვები ტორტისგან მოიწამლენ"
ზესტაფონში, სოფელ ილემის საბავშვი ბაღში მომხდარ ფაქტზე გამოძიება გრძელდება. შსს-ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დასკვნას ელოდებიან ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებაშიც. გაერთიანების მმართველი ზოია ლელაძე განმარტავს, რომ გამოძიება საბოლოო დასკვნას რამდენიმე დღეში დადებს, თუმცა სავარუდოდ, დადასტურდება, რომ ბავშვები ტორტისგან მოიწამლნენ.
"ყოველდღე ვკითხულობ, გამოძიების შედეგს, მაგრამ მითხრეს, რომ კვირის ბოლოს იქნება ბოლო პასუხი, თუმცა 90%-ით შეიძლება ითქვას, რომ ბავშვები ტორტისგან მოიწამლენ, მაგრამ ჩვენ მაინც ველოდებით საბოლოო დასკვნას"-განაცხადა ზოია ლელაძემ.
მისივე თქმით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ობიექტი, რომელშიც მშობელმა ტორტი შეიძინა დააჯარიმა და ამ დროისთვის მუშაობა შეჩერებული აქვს.
ზესტაფონის სოფელ ილემის საბავშვო ბაღში 19 ოქტომბერს ტორტისგან 14 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის 11 ბავშვი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















