"98 წელი გავიდა და ოკუპაცია დღესაც გრძელდება"
98 წელი გავიდა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციიდან და ოკუპაცია დღესაც გრძელდება, - განაცხადეს "ეროვნული მოძრაობის" წევრებმა. მათ დღეს მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ოკუპაციის შედეგად დაღუპული ადამიანები გაიხსენეს.
მათი თქმით, უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ, რადგან უშედეგოდ არ დაიკაროს დაღუპული ადამიანების სისხლი.
"98 წელი გავიდა საბჭოთა ოკუპაციიდან. ბევრი ადამიანი შეეწირა ამ ფაქტს და სამწუხაროდ, ოკუპაცია დღესაც გრძელდება. დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა გავიხსენოთ დაღუპული ადამიანები, პატივი მივაგოთ მათ. გვახსოვდეს, რომ ოკუპაცია გრძელდება და არ უნდა დავუშვათ იგივე განმეორდეს", -განაცხადეს "ეროვნული მოძრაობის" წევრებმა.
მემორიალთან იმყოფებოდნენ პარტია "თავისუფალი საქართველოს" წევრები. მათი თქმით, მსგავსი თარიღები გვახსენებენ იმ ტრაგედიებს, რაც ქვეყანამ გადაიტანა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















