აბაშაში დაჭრილ პოლიციის თანამშრომელს ქუთაისში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა
აბაშაში დაჭრილ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მას გულ-მკერდის და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები აღენიშნება.
ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორის დავით ჯანაშიას თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
„გულ-მკერდის და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები ჰქონდა. დაზიანებული იყო დიაფრაგმა, ელენთა და პანკრეასი. საფრთხის შემცველი ჯერჯერობით არის. ტრავმულ ჰემორაგიული შოკი და მძიმე მდგომარეობა იყო, ჯერჯერობით გართულებების საფრთხე რჩება“, - განაცხადა დავით ჯანაშიამ.
თავდასხმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟზე აბაშის რაიონის სოფელ გეზათში დღეს მოხდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შალვა მიმინოშვილი და ბაკურ ჭკადუა სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ და ქუჩაში პატრულირებდნენ. მათ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი შენიშნეს და გადამოწმების მიზნით მასთან მივიდნენ. რა დროსაც მოქალაქე გოჩა ცხვედიანმა სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციელები მის გადაყვანას შეეცადნენ, თუმცა მან საპატრულო პოლიციის თანამშრომელს შალვა მიმინოშვილს დანით მუცლის არეში ჭრილობები მიაყენა, მისი მეწყვილე კი ხელის არეში დაჭრა. შალვა მიმინოშვილი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს. პატრულის მეორე თანამშრომელს კი სტაციონალური მკურნალობა არ დასჭირდა. თავდამსხმელი გოჩა ცხვედიანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მას ამ დრომდე ეძებენ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ავტორი:




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















