პრემიერის წარმომადგენელი იმერეთში არსებულ პრობლემებს გაეცნო
ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით 2013 წლის 5 ივლისს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი. გამჭვირვალე მუშაობის მიზნით ჯგუფმა 10–ზე მეტი შეხვედრა გამართა. შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაციები და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მორიგი შეხვედრა ქუთაისში გაიმართა და იმერეთის საკითხებს მოიცავდა.
შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსა და გაეროს უმაღლესი კომისიის მხარდაჭერით გაიმართა.
"არასამთავრობოებსა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს მივაწოდეთ ინფრომაცია, თუ რას ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული დოკუმენტი. მთავრობამ შეიმუშავა სამთავრობო სამოქმედო გეგმა, რომელიც ორწლიანია. სწორედ ამ გეგმის ფარგლებში ვმართავთ შეხვედრებს, რომ მოვისმინოთ რეგიონებში არსებული პრობლემების შესახებ",–განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსმა ნატალია ჯალიაშვილმა.
იმერეთის მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მხარეში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. პრობლემები არის როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკური და სამართლებრივი ხასიათის.
მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს წარმომადგენლის განცხადებით, მიღებული ინფორმაცია და რეკომენდაციები სამოქმედო გეგმაში მოიყრის თავს. წლის ბოლომდე ყველა რეგიონის პრობლემის შესწავლა იგეგმება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















