„ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლები იზრდება“
„ადგილობრივი ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლები იზრდება“,- ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ლელა ქელბაქიანმა ქალაქის ბიუჯეტის პროექტის კომენტირებისას განაცხადა. როგორც მან "ნიუპრესთან" საუბარში აღნიშნა, ფიზიკურ პირთა მიერ გადახდილი საშემოსავლოს ნაწილი ადგილობრივ შემოსავლებს დაემატება.
„ადგილობრივი შემოსავლების ნაწილს დაემატა ფიზიკურ პირთა მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის გარკვეული ნაწილი, რაც ჯამში შეადგენს 12.5 მლნ ლარს. ამ საკანონმდებლო ცვლილებამ დადებითი შედეგი მოიტანა ის, რომ თვითმმართველი ქალაქის მუნიციპალიტეტს უფრო მეტი ფინანსური სახსრები გაუჩნდა საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში და თავისთავად, ამით გაიზადა ადგილობრივი თვითთმარველობის დამოუკიდებლობის ხარისხი, ვინაიდან ფინანსური გამყარება ჭირდება ნებისმიერი გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას“,-განაცხადა ქელბაქიანმა. მისი თქმით, წინა წელთან შედარებით გაიზარდა ქალაქის ბიუჯეტში გათანაბრებითი ტრანსფერის მოცულობაც.
იმ ფაქტს, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი მერიამ მალევე უკან გაითხოვა, საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე პროექტში ცვლილებების საჭიროებით ხსნის:
„წარმოდგენილ პროექტში ცვლილებების საჭიროება უკვე აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დააფიქსირა, რაც გამოწვეულია იმით, რომ 50 ჰექტარი გადმოეცა ქალაქს, რაც შემოსავლების გაზრდას უზრუნველყოფს, ეს კი ხარჯების ნაწილშიც გამოიწვევს ცვლილებებს“,- აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.
ქელბაქიანის თქმით, საკრებულომ ბიუჯეტის პროექტის განხილვა უკვე დაიწყო, რეკომენდაციებისა და შენიშვნების გასაკეთებლად ვადა 25 ნოემბრამდე აქვთ. მერიისაგან პროექტის შესწორებულ ვარიანტს კი საკრებულოში 10 დეკემბრისთვის ელოდებიან.
ავტორი: ხატია ბანძელაძე





16:29
18:25
15:07
12:11
















