|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"აფხაზეთი საქართველოსთან ომის დიდ ალბათობას ხედავს" - კობახიძის განცხადებას აფხაზეთში გამოხმაურება მოყვა

 აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა "მეორე ფრონტის" გახსნაზე და "რეფერენდუმის ჩატარებაზე" - ამის შესახებ ნათქვამია    რუსული TASS-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში - "აფხაზეთი საქართველოსთან ომის დიდ ალბათობას ხედავს". 

Tass წერს, რომ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ ხუთშაბათს "საზოგადოებრივი საბჭოს" სხდომაზე თქვა, რომ "საქართველოს სამხედრო აგრესიის ალბათობა  აფხაზეთის წინააღმდეგ", შედარებით მაღალია - "სამხედრო კონფლიქტის ალბათობა საკმაოდ მაღალია", - თქვა არძინბამ. 

"დეკლარაციები ერთია, საქმეები კი სხვა. მათ ქმედებებში შედის უფრო მეტი კონტრაქტი საბრძოლო დაზვერვის თვითმფრინავებისთვის, მუდმივი წვრთნები ნატოსთან, გაძლიერებული კონსულტაციები, წელიწადში 300 მილიონი დოლარი და ა.შ. ასე არ ემზადები მშვიდობისთვის, ეს არის, როგორ ემზადები ომისთვის“, - განაცხადა არძინბამ.

კრემლის მედიის ინფორმაციით, როგორც აფხაზეთის "უშიშროების საბჭოს მდივანმა" სერგეი შამბამ შეხვედრაზე განაცხადა, "ეს შეშფოთება რეალურია, ჩვენ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ".

ავტორი: ნიუპრესი