|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტმა აკა სინჯიკაშვილი ქველმოქმედებისათვის დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი წმინდა ნიკოლოზის ორდენით დაჯილდოვა.

გიორგი მარგველაშვილმა ჯილდო აკა სინჯიკაშვილს პირადად გადასცა. პრეზიდენტმა აკა სინჯიკაშვილი ქველმოქმედების იდეის პოპულარიზაციისა და ადამიანებისათვის გაწეული უანგარო სამსახურისათვის დააჯილდოვა.

„მე მინდა დღეს, როდესაც განსაკუთრებით ვლინდება ჩვენი საზოგადოების ზრუნვა ერთმანეთზე, გამოვყო თქვენი ღვაწლი. თქვენ ბევრი საქველმოქმედო პროექტი განახორციელეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არა მარტო ის ემოცია, რომელიც მოდის პირადად თქვენგან, არამედ ის ემოციაც, რომელსაც თქვენი საქმიანობით აღძრავთ საზოგადოებაში. მინდა, ამას ხაზი გავუსვა და დაგაჯილდოვოთ სპეციალურად, ქველმოქმედი ადამიანებისთვის განკუთვნილი ჯილდოთი - წმინდა ნიკოლოზის ორდენით. გილოცავთ და მადლობას გიხდით იმისთვის, რასაც აკეთებთ ჩვენი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიამდე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აკაკი სინჯიკაშვილთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს გიორგი აბაშიშვილთან ერთად გაბრიელ ბერის სახელობის მოხუცებულთა და უძლურთა სახლს ესტუმრა და მოხუცებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა. პრეზიდენტის სააღდგომო საჩუქრები გადაეცათ ასევე, თბილისში მოქმედ მოხუცებულთა სხვა სახლებსაც.

"ეს არის ჩემს სიცოცხლეში ყველაზე სასწაული ამბავი. ქვეყნის პრეზიდენტისგან დღეს მივიღე  საოცარი ჯილდო - წმინდა ნიკოლოზის პირველი ხარისხის ორდენი", - აცხადებს აკა სინჯიკაშვილი, რომელიც კეთილი საქმეების გაგრძელებას გეგმავს. 

შეგახსენებთ, აკა სინჯიკაშვილი საქველმოქმედო აქციებს სოციალურ ქსელში გეგმავს და ყველას, ვისაც დახმარება ესაჭიროება, უანგაროდ ეხმარება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა