|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ალბათ, აუზს აკეთებენ ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის" - ქუთაისში წყლის ქცევას აპროტესტებენ

ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე დაზიანებული მილიდან ტონობით წყალი იღვრება. მოსახლეობის თქმით, დაზიანება დილით შენიშნეს.

მათი განცხადებით, დაზიანების შესახებ ინფორმირებული არიან წყალმომარაგების კომპანიაში, ადგილზე მათი წარმომადგენლებიც იყვნენ, თუმცა პრობლემა ამ დრომდე ვერ მოგვარდა.

"ალბათ, აუზს აკეთებენ ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის, თორემ იციან პრობლემის შესახებ და ამდენი ხანს ვერ მოაგვარეს. ტონობით წყალი იღვრება. მოსული იყვნენ წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები, ნახეს, წავიდნენ და პრობლემა ამ დრომდე არ მოგვარებულა"_აცხადებენ ადგილობრივები. მათი თქმით, ადგილზე რამდენიმე დღეა წყალგაყვანილობის სამუშაოები მიმდინარეობს. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა