სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ ინაუგურაცია თელავში გაიმართება
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ ინაუგურაცია თელავში გაიმართება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს უთხრა.
"როგორც უკვე გაიგეთ სხვებისგან თელავში ტარდება, მე მინდოდა, რომ მე ვყოფილიყავი ის, ვინც გეტყოდათ ამის შესახებ. მოვიწვევთ ყველას ვისთნაც გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები და შემდეგ მათი გადასაწყვეტია ვინ შესძლებს ჩამოსვლას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
როგორც ცნობილია ცერემონია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ თელავში, სადაც, სავარაუდოდ, ინაუგურაცია გაიმართება, სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები წააგო. თელავი და რუსთავი ის ორი საარჩევნო ოლქია, სადაც ზურაბიშვილს ვაშაძემ აჯობა.
ცესკოს მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59.52% (1 147 627 ხმა) აიღო, მის კონკურენტს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს კი ამომრჩეველთა 40.48%-მა (780 633 ხმა) დაუჭირა მხარი.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















