"ამ ცხოვრების დედაც"- წარწერა ქუთაისში სხვადასხვა ადგილზე გაჩნდა
"ამ ცხოვრების დედაც"- ამ შინაარსის წარწერა ქუთაისის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე გაჩნდა. აქცია პერფორმანსის შემდეგ სამოქალაქო მოძრაობის "შეცვალე" წევრებმა პროტესტი ამ ფორმით გამოხატეს. ისინი 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას და მასზე პოლიციის ზეწოლის შესაძლო ფაქტს აპროტესტებენ.
"ვაპროტესტებთ მოზარდის გარდაცვალებას, რომელიც სისტემას ემსხვერპლა. სისტემა, რომელიც ყარს, უნდა დაინგრეს და ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ტექსტი, რომელსაც მოზარდი ემსხვერპლა სხვადასხვა ადგილზე დავტოვეთ და ამით გამოვხატეთ პროტესტი"-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
წარწერა გაკეთდა როგორც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ტურისტულ ადგილებში, ასევე ქალაქის შემოსასვლელებში.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















