|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ამას მუსულმანურ რელიგიას მიაწერენ, მაგრამ სინამდვილეში რელიგია არაფერ შუაშია"

ამას მუსულმანურ რელიგიას  მიაწერენ, მაგრამ სინამდვილეში რელიგია არაფერ შუაშია, ადამიანი თავის ბოროტ ნებას ავლენს, - აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

უწმინდესი პარიზში განხორციელებულ ტერაქტებს გამოეხმაურა და მომხდარის გამო მწუხარება გამოხატა.

"ჩვენ უფალს შევთხოვთ, რომ ღვთის ძალა და ღვთის მშვიდობა სუფევდეს საქართველოში და მთელს მსოფლიოში. ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა სიკეთე და ბოროტება ერთმანეთს ებრძვის. ეს მუდამ იყო, მაგრამ ბოლო წლებში,  ბოლო 10 წლეულებში გაძლიერდა. ჩვენი დიდი პოეტი ამბობს: ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია". ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ კეთილმა სძლიოს ბოროტს. ბოროტი ძალიან ხშირად ადამიანის ბოროტი ნებით გამოვლინდება. ბოლო დროს გამოვლინდა. იცით, რომ მოხდა თვითმფრინავის აფეთქება, ასევე ჩვენ ვუთანაგრძნობთ საფრანგეთის მოსახლეობას. იქ მრავალი მსხვერპლია და ვლოცულობთ მათთვის. არიან ადამიანები, რომლებიც ამას მიაწერენ რელიგიას, მუსულმანურ რელიგიას, მაგრამ სინამდვილეში რელიგია არაფერ შუაშია. ადამიანი თავის ბოროტ ნებას ავლენს. იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი დამშვიდდება, დაწყნარდებაა და ისევ იზეიმებს სიკეთე და სიხარული, როგორც ამბობს შოთა რუსთაველი, რომ სიკეთის არსება გრძელია. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ეს არსად აღარ განმეორდეს", - ბრძანა პატრიარქმა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა