|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ამბროლაურში ახალგაზრდა კაცმა მეზობელი მოკლა

მკვლელობა ამბროლაურში. სოფელ მეორე ტოლაში ახალგაზრდა კაცმა მეზობელი მოკლა. არსებული ინფორმაციით, თანასოფლელელები ტყეში წავიდნენ, სადაც კონფლიქტი მოხდა.

დაპირისპირების დროს კაცმა მეზობელი დანით მოკლა და ადგილიდან მიიმალა. გარდაცვლილი ხანშიშესული კაცია.

 მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამ დროისთვის სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი