"ამგვარი ფაქტები სირცხვილია ქუთაისისთვის"–მერის მრჩეველთა საბჭოს მდივანი ქურდობის ფაქტებზე
"ქუთაისში, ახლადრეაბილიტირებულ თბილისის ქუჩაზე ყოველდღიურ რეჟიმში ხდება გარეგანათების ნათურების მოპარვა"-ამის შესახებ ქალაქის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მდივანმა ნუგზარ კოხრეიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქუთაისში ბოლო პერიოდში ვანდალიზმის ფაქტები გახშირდა და რეაგირება აუცილებლად უნდა მოხდეს.
"ბოლო დროს რეაბილიტირებულ თბილისის ქუჩაზე დაიწყო განათებების ნათურების მოპარვა, რაც უსიამოვნო ფაქტია და არ შეეფერება ქალაქს. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ვაპირებთ, ვესაუბროთ მოქალაქეებს, რომ ამგვარი ფაქტები სირცხვილია ქუთაისისთვის,"- განაცხადა ნუგზარ კოხრეიძემ.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















