"ამომრჩეველთა დაშინებას უშუალოდ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ხელმძღვანელობს"
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ქართულ ოცნებას“ ქუთაისში ამომრჩეველთა დაშინებაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამომრჩეველთა პირადობის მოწმობის მოპოვებას უშუალოდ ქუთაისის მერი ხელმძღვანელობს.
"ამომრჩეველთა პირადობის მოწმობებზე ნადირობამ მასიური ხასიათი მიიღო. ეს კიდევ უფრო შემაშფოთებელი ხდება, რადგან მასში ჩართულია საჯარო მოხელეების უდიდესი ნაწილი და მას უშუალოდ ხელმძღვანელობს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დადიან კარდაკარ, თავს ასაღებენ გრიგოლ ვაშაძის წარმომადგენლებად. ინიშნავენ ჩვენ მხარდაჭერებს და სთხოვენ მათ პირადობის მოწმობებს. ამ პროცესს ხელმძღვანელობენ უშუალოდ ქუთაისის მერის წარმომადგენლები ტერიტორიულ ორგანოებში. ამომრჩევლის იდენტიფიცირების შემდეგ უკვე "ქართული ოცნების" მაღალი რანგის წარმომადგენლების მიერ მიმდინარეობს ამომრჩეველზე ზეწოლა, პირადობის მოწმობის ჩამორთმევა. განსაკუთრებულ შემთხვევებში პირადად ქუთაისის მერი ერთვება ამ ტიპის კომუნიკაციებში. ასევე საჯარო მოხელეებს ავალებენ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა სიების და პირადობის მოწმობის მონაცემების მოტანას. არ შესრულების შემთხვევაში კი სამსახურიდან გაშვებით ემუქრება პირადად ქუთაისის მერი. ხშირ შემთხვევებში საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ამომრჩევლები ერიდებიან საჯარო საუბარს, თუმცა ჩვენს მიერ მოხდა რამოდენიმე ადამიანის იდენთიფიცირება და სატელეფონო ნომრები, რომლიდანაც სისტემატიურად ხორციელდებოდა სატელეფონო ზარები, სადაც მიმდენარეობდა ამომრჩეველზე ზეწოლა, პირადობის მოწმობის და სხვა პირადი მონაცემების მოთხოვნა. ეს ტელეფონის ნომერი ეკუთვნის მალხაზ აბაშიძეს, რომელიც ერთ–ერთი აიპის თანამშრომელი, გიორგის ჭიაღვარიასთან და საკრებულოს წევრებთან დაახლოებული პირია. ასევე გრიგოლ ვაშაძის სახელით ამომრჩევლის პირად მონაცემებს აგროვებდა ვინმე ხატია ელიავა, რომელიც "ქართული ოცნების" გამარჯვების შტაბის წარმომადგენელი აღმოჩნდა. სკოლებ შ ი მიმდინარეობს ზეწოლა. ჩვენ ვაგრძელებთ ამ ადამიანების იდენტიფიცირების პროცესს და მის შედეგებს საზოგადოებას მომავალშიც გავაცნობთ"-განაცხადა გიგა შუშანიამ.
მან ფაქტის დამადასტურებელი აუდიო ჩანაწერი წარმოადგინა და განაცხადა, რომ სამართალდამცველებისთვის მიმართვას აზრი არ აქვს, რადგან ამაში ჩართულია შსს და სუსი და ისინი თავიანთ დანაშაულს არ გამოიძიებენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















