"ანტიმართლმადიდებლურ ინფორმაციებს აშუქებდა და ამის საფუძველზე გავათავისუფლეთ"
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტი დალი ბარაბაძისა და ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის კალისტრატეს დავა მეუფეს გამარჯვებით დასრულდა. მოსამართლე მანანა ნიკაჭაძის განცხადებით, დალი ბარაბაძის სამსახურში აღდგენა საქმის ხანდაზმულობის გამო შუძლებელია.
დალი ბარაბაძე გელათის სასულიერო აკადემიის რადიოს „კვალი ნათელი“ რედაქტორის პოზიციაზე აღდგენას ითხოვდა. რადგანაც ქუთაისის ეპარქია ცალკე იურიდიულ პირი არ არის, მოპასუხე მხარეს საქართველოს საპატრიარქო წარმოადგენდა. საპატრიარქოს ინტერესებს პროცესზე ადვიკატი გიორგი ჩხეიძე იცავდა.
სასამართლო განხილვას მეუფე კალისტრატე და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
სხდომა ხმაური ფონზე წარიმართა. მეუფეს განცხადებით, ეს საქმე ეკლესიის წინააღმდეგ გამოიყენეს, რადგან ვიღაცას აწყობდა ეპარქიაში არეულობა:
"მეცოდება ქალბატონი დალი, ის ვიღაცამ ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენა, ვისაც ეპარქიაში არეულობა აწყობდა. ქალბატონი დალი ანტიმართლმადიდებლურ ინფორმაციებს აშუქებდა და ამის საფუძველზე გავათავისუფლეთ, მღვდელმთავართან ბრძოლა ქრისტესტან ბრძოლაა", -განაცხადა მეუფე კალისტრატემ. მან სასამართლო დარბაზში ლოცვა წაიკითხა და განაცხადა, რომ სასამართლო მის მიერ ნაკურთხია.
პოზიციების დათმობას არ აპირებს დალი ბარაბაძე, მისი თქმით, განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
შეგახსენებთ, დალი ბარაბაძემ მეუფე კალისტრატეს ბრალი ასევე თანხის მითვისებასა და გაფლანგვაშიც დადო, თუმცა ქუთაისის სასამართლოს მისი არც ეს საჩივარი დააკმაყოფილა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















