აპირებს თუ არა გიგი წერეთელი "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას?
გიგი წერეთელი უარყოფს სოციალური მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად ის და დავით ბაქრაძე პარტიის დატოვებას აპირებენ.
„ასეთ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლებას საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, ოპოზიცია კი პარლამენტში რიცხობრივად შემცირებულია, არა თუ პარტიის დატოვება, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდი კიდევ უნდა გააქტიურდეს. მე და ბაქრაძემ ამ საკითხზე გუშინაც ვისაუბრეთ,“-განუცხადა წერეთელმა "ნიუპრესს".
წერეთელის თქმით, ჭორები პარტიის წინააღმდეგ მიზანმიმართულად ვრცელდება: „მთელი კამპანიის განმავლობაში ათას სისულელეს ვისმენდით, ხან ჩანაწერებს თხზავდნენ, ეს ახლა რაღაც ახალია. ჩემს პოლიტიკურ ცხოვრებაში თუ რაიმე ხდება, თვითონ ვახერხებ, რომ მედიას გავაგებინო". მისი თქმით, პარტია არც მიხეილ მაჭავარიანს დაუტოვებია, როგორც ეს სურთ წარმოადგინონ, ის მხოლოდ აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორდა, რაც გარკვეულწილად იმ ფაქტსაც უკავშირდება, რომ ის პარლამენტში ვერ მოხდა.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















