პარლამენტის წინ იპოთეკით დაზარალებულთა აქცია გაიმართა
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინ იპოთეკით დაზარალებულმა ადამიანებმა შეკრება დილიდან დაიწყეს. მათი მთავარი მოთხოვნა კვლავინდებურად დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი სესხები და გამოსახლების შეჩერებაა. ისინი ასევე "რუსთავი2"-ის მხარდამჭრებს მოუწოდებენ, ერთად დაგეგმონ მრავალრიცხოვანი აქცია.
,,ჩვენი მოთხოვნა უცვლელია. მოვითხოვთ დაუყონებლივ შეწდეს გამოსახლებები. მოგვეცეს დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი სესხები, რომ ამ უკიდურესი სიტუაციიდან გამოსვლა მოვახერხოთ. გუშინ სამშვილიანი ოჯახი მცირეწლოვანი ბავშვებით გამოყარეს გარეთ. რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? ნამუსი არ აქვთ“, - აცხადებს დარეჯან სულაქველიძე.
აქციაზე მოწოდებებიც გაჟღერდა იმის თაობაზე, რომ იპოთეკით დაზარალებული და "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერები გაერთიანდნენ და მაშტაბური აქციები მოაწყონ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















