აქციებზე დაკავებული იუმორისტის, ონისე ცხადაძის მამა გარდაიცვალა
აქციების დროს დაკავებული იუმორისტის ონისე ცხადაძის მამა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას გულმა ვეღარ გაუძლო. მომხდარს სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოყვა.
"ონისე ცხადაძის მამა გარდაიცვალა დღეს. სანამ შვილი ციხეში ჰყავდა, იარა თეთრი ტრანსპარანტით გულზე და აქ რომ ვეღარ მიაგნო, სიმართლისთვის ალბათ სხვაგან წავიდა. აქაც იპოვიდა, მაგრამ მამებს სხვანაირი გულები აქვთ - უტყვი სიყვარულისგან ისეთი დამძიმებული, თვითონაც უჭირთ ხოლმე ზიდვა. იმ სიყვარულსაც გავიზიარებთ, ამ დარდსაც და სამართალსაც ვიპოვით შვილებისთვის, ასე გადაწყდა"- წერს დავით სიმონია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ონისე ცხადაძეს ბრალი ჯგუფურ ძალადობაში ედება, მასთან ერთად აქციებზე დაკავებულ 10 პირს ასამართლებენ. მათი სასამართლო პროცესი დღესაც გაიმართა. დაკავებულებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ონისე ცხადაძე აქციებზე დაკავებული უკვე მესამე ადამიანია, ვისაც პატიმრობის დროს მშობელი გარდაეცვალა.
ონისე ცხადაძე 2024 წლის 5 დეკემბერს თერჯოლაში დააკავეს.
ავტორი: