|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აქვს თუ არა ნიკოლოზ ნარსიას სამმეტრიანი ხელი?

"თავისუფალი ზონისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრის სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში  მიმდინარეობს.  ამ დროისთვის ბრალდების მხარის მოწმეები იკითხებიან. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, მოწმეები სიცრუეს ამბობენ და ცდილობენ დაკავებულებზე არასწორი ინფრომაცია გაავრცელონ.

კობა ხაბაზის განცხადებით, გაიზომა მანძილი დეპუტატის და ნიკოლოზ ნარსიას ადგილმდებარეობებს შორის და აღმოჩნდა სამმეტრიანი დისტანცია.  მისივე განცხადებით, ნარსიას სამმეტრიანი ხელი უნდა ჰქონოდა,  დეპუტატისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა რომ მიეყენებინა. სავარაუდოდ,  სასამართლო  განაჩენს  დღეს არ გამოიტანს.

შეგახსენებთ, "თავისუფალი ზონის" წევრები: ნიკოლოზ ნარსია, მირიან დეისაძე და კახა გაბუნია, პარლამენტთან "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერ აქციის დროს დეპუტატისათვის მიყენებული შეურაცხყოფისათვის დააკავეს და ორთვიანი წინასწარი პარიმრობა მიუსაჯეს. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა