|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არ არის აუცილებელი იყიდო ახალი ნაძვი, მთავარია მისი მორთვა"

ნაძვის ხე ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ შვილებთან ერთად აანთო. ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძე, თვითმმართველობის წევრები, ვიცე გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები, დიმიტრი მხეიძე და გენადი მარგველაშვილი დაესწრნენ. ნაძვის ხე ცეცხლოვანი შოუს ფონზე აინთო. ასევე გაიმართა პერფორმანსი პატარა ბალერინების მონაწილეობით.

ქუთაისის ნაძვის ხე უკვე 10 წელს ითვლის, წელს შეიცვალა მხოლოდ  მისი მორთულობა, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 20 ათასი ლარი დაიხარჯა.

შოთა მურღულიამ ქალაქს დამდეგი შობა –ახალი წელი მიულოცა და  წელსაც აღნიშნა, რომ ქუთაისს საუკეთესო ნაძვის ხე აქვს.
,,მინდა ყველას დამდეგი შობა ახალი წელი მივულოცო. ქუთაისში ერთ-ერთი საუკეთესო ნაძვის ხე გვაქვს. მინდა სკეპტიკოსებს ვუთხრა, რომ არ არის აუცილებელი იყიდო ახალი ნაძვი, როცა ის კარგი გაქვს, მთავარია მისი მორთვა. რაც შეეხება განათებებს, რამდენიმე ქუჩაზე არის პრობლემები და თუ ეს ორ დღეში არ აღმოიფხვრება, ჩამოვიღებთ დაზიანებულ განათებას და კომპანიას დავაჯარიმებთ",- აღნიშნა შოთა მურღულიამ.

ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები 30 დეკემბრიდან იწყება და 13 იანვრამდე გასტანს.

 

  

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა