"არ დავუშვებთ, დასავლეთ საქართველოს ნაგავი ჩვენთან მოიტანონ" -აქცია ქუთაისში [VIDEO]
"არა ნაგავსაყრელს"- ამ მოწოდებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობამ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან მორიგი აქცია გამართა და მერიის შენობის პარალიზება მოახდინა.
ჭოგნარის და გოდოგნის მცხოვრებლები მათ მიმდებარედ ნაგავსყრელის შენებლობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ამ ფორმით ცდილობენ ყურადღების მიქცევას. ადგილობრივების თქმით, ბოლო აქციის შემდეგ მთავრობისგან პასუხს ელოდებოდნენ, თუმცა მათ პასუხი არ მიუღიათ.
"დაუსახლებელი ტერიტორიების მეტი რა არის, სოფელში რომ არ ააშენონ. მოვითხოვთ, არ დაიწყონ მშენებლობა, რადგან ერთეული ოჯახია დარჩენილი სოფლებში და ისინიც წავლენ. დაუშვებელია იქ ნაგავსაყრელი, დაზარალდებიან ადამიანები და დაბინძურდება ბუნება. არ დავუშვებთ, რომ დასავლეთ საქართველოს ნაგავი ჩვენთან მოიტანონ. ააშენონ ქარხანა და გადაამუშავონ", - აცხადებენ ადგილობრივები.
აქციის მონაწილეებს სოლიდარობა პარტია "თავისუფალმა საქართველომ" გამოუცხადა. გოგი წულაიას განცხადებით, ამჯერზე ნახევარი საათით გადაკეტეს მერიის შესასვლელი, თუმცა, უყურადღებობის შემთხვევაში, ცენტრალური გამისტრალი გადაიკეტება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















