|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არ შეიძლება ამ შენობის მიტოვება“– მამუკა მდინარაძე პარლამენტის ქუთაისის შენობის შესახებ

გარკვეული სევდა ნამდვილად ახლავს ქუთაისიდან გადასვლას, რადგან მთელი ორი წლის განმავლობაში ჩვენ პრაქტიკულად, ნახევრად აქ ვიცხოვრეთ–განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის თემაზე კომენტირებისას.

მისი თქმით, ეს ქალაქი იმსახურებს, რომ აქ განვითარების ტემპები გაცილებით მაღალი იყოს.

„ქუთაისმა მე პირადად კიდევ უფრო შემაყვარა თავი. ჩემი იმერული წარმოშობიდან გამომდინარე, ქუთაისი ისედაც ძალიან მიყვარდა. ქუთაისი არის საქართველოს კულტურული ცენტრი, ქუთაისი არის ერთ–ერთი ძველი ქალაქი და აქ ცხოვრობენ განსაკუთრებულად კარგი ადამიანები. მე ვფიქრობ, რომ ეს ქალაქი იმსახურებს, რომ აქ იყოს განვითარების ტემპები გაცილებით მაღალი და ქუთაისელებს ქონდეთ საშუალება, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში იამაყონ განვითარების ტემპებით. ეს ქალაქი უნდა იყოს საუნივერსიტეტო ქალაქი, ტექნოლოგიების ქალაქი, რაც შეეხება ამ შენობას, ეს იქნება ერთგვარი პოლიციური ჰაბი და შსს ვფიქრობ, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს, ამ შენობისთვის ძალიან დიდი თანხებია თავის დროზე დახარჯული, არ შეიძლება ამ შენობის მიტოვება“–განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა