|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არ შეიძლება ყველამ ის თქვას, რაც ენაზე მოადგება"

სოსო ჯაჭვლიანი დარწმუნებულია, რომ მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც რელიგიური სიწმინდეებისა და ღვთისმსახურის შეურაცხყოფისთვის ფულადი ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს, უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება. დეპუტატის თქმით, "არ შეიძლება ყველამ ის თქვას, რაც ენაზე მოადგება".

"ეს კანონი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ის ძალიან პოზიტიური იქნება საზოგადოებისთვის. ის რაც ენაზე მოგადგება, ყველაფრის თქმა არ შეიძლება. ადამიანი იძახის, რომ თავისუფალია. თავისუფალი, ჩემი აზრით, გიჟია. თავისუფლება არ ნიშნავს, რომ ყველაფერი თქვა. თავისუფლება არ ნიშნავს, რომ რაც მოგესურვება, ის გააკეთო. როცა გინდა, რაღაც გამოხატო თუ საზოგადოებისთვის მიუღებელია, უნდა მოერიდო. შესაძლებელია, მე თქვენ გაკრიტიკოთ, მაგრამ გააჩნია, როგორ გაგაკრიტიკებთ. კრიტიკა მისაღებია, თუმცა შეურაცხყოფა სხვა რამეა. ნებისმიერი რელიგიის მქონე ადამიანის – იუდეველი იქნება, კათოლიკე, მართლმადიდებელი თუ სხვა, გრძნობების შეურაცხყოფაზე გავრცელდება ეს კანონი"...

მისივე თქმით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ევროპულ ქვეყნებშიც ისჯება. "ჩვენ მივდივართ ევროპისკენ. ჩამოვთვლი ევროპის ქვეყნებს, სადაც ეს უკვე განსაზღვრულია და ასახულია კანონში: გერმანია, ავსტრია, საფრანგეთი. ისრაელში 18-თვიანი პატიმრობაა. ჯარიმებია იტალიაში, გერმანიაში. ჩვენ არ ვიგონებთ ახალ ველოსიპედს", - აღნიშნა უმრავლესობის წევრმა.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა